მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა თავის მოქალაქეებს, სახმელეთო გზით, საქართველოში შესვლის წესები გაუმარტივა

6284a5c3e3db9
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.22 11:58
3009
რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებული განკარგულებით, რუსეთის მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე შეეძლებათ საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთა.

2020 წლის 27 მარტს რუსეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს საქართველოს სახმელეთო საზღვრის კვეთისთვის, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, კონკრეტული შეზღუდვები დაუწესა. წარსულში მოქმედი წესების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება ჰქონდათ განათლების, დასაქმების, მკურნალობის ან სხვა საპატიო მიზეზების არსებობის შემთხვევაში.

ახალი წესებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის ან ვაქცინაციის ცნობის საფუძველზე.

2022 წლის აპრილის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 33,556 მოქალაქე ჩამოვიდა. ეს წინა წელთან შედარებით 294%-ით მეტია. შედეგად, რუსეთი მთლიან ვიზიტორთა რეიტინგში მეორე ადგილზეა.