მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

568138cdc23eb
BM.GE
28.12.15 17:20
1313
ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ დადგენილ ეკონომიკურ სანქციებში ცვლილებები განახორციელა. პრეზიდენტმა სანქციებში კომპანიებისა და კონტრაქტების რიცხვი გააფართოვა.
 
რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ზომების მიღების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტი კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და თურქეთთან სამხედრო კონტრაქტები უკვე გაწყვიტა. რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც თურქეთის მოქლაქეები, ან თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები აკონტროლებენ.

2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთში თურქეთიდან ხილი, ბოზსტნეული, ნედლეულისა და მრეწველობის პროდუქტები ვეღარ შევა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა თურქეთს სანქციები თვითმფრინავის სუ-24-ის ჩამოგდების გამო დაუწესა.