18.ნოემბერი .2019 22:24

რუსეთმა უკრაინას გემები დაუბრუნა

views 321
უკან

რუსეთმა ერთი წლის წინ ქერჩის სრუტეში დაკავებული ხომალდები უკრაინას გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯით მოსკოვმა გაეროს გადაწყვეტილება და მოთხოვნა შეასრულა. გემები უკრაინას მას შემდეგ გადასცეს, რაც რუსეთის შესაბამისმა ორგანოებმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.



გემები - „იანი კაპუ“ „ბერდიანსკი“ და „ნიკოპოლი“, რომლებიც ოდესიდან მარიუპოლისკენ გადაადგილდებოდნენ, რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. როგორც მაშინ FSB–ში განმარტეს, უკრაინულმა მხარემ გემების გადაადგილების შესახებ რუსეთი არ გააფრთხილა, ხოლო მესაზღვრეების მოთხოვნას ხომალდების გაჩერებასთან დაკავშირებით, უკრაინული გემების ეკიპაჟები არ დაემორჩილენ. შესაბამისად, მათ დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

უკრაინულ გემებზე 24 ადამიანი იმყოფებოდა - მეზღვაურები და ეკიპაჟის წევრები. რუსმა მესაზღვრეებმა ყველა მათგანი დააპატიმრეს და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალი წაუყენეს. 2019 წლის სექტემბერში კი, მოლაპარაკებების შედეგად რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს.