07.აპრილი .2022 20:18

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს
views 1830
უკან

რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს, რის შედეგადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რუსეთი აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი. მას უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენა ბრალდება.

კენჭისყრამდე სხდომაზე უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიციამ რუსეთი „სასტიკ“ ქმედებებში დაადანაშაულა და ქალაქ ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიები გაიხსენა.

თავის მხრივ რუსეთის წარმომადგენელმა გენადი კუზმინმა დაგმო კენჭისყრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ წევრი ქვეყნებიდან 93-მა სახელმწიფომ რუსეთის გარიცხვას მხარი დაუჭირა. 24 წინააღმდეგი გამოვიდა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა. საქართველომ მხარი დაუჭირა, ინიციატივის მოწინააღმდეგე ქვეყნებს შორის კი იყო ჩინეთი, სირია და ბელარუსი. ხოლო ინდოეთმა, ეგვიპტემ და სამხრეთ აფრიკამ თავი შეიკავა.


კენჭისყრის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.