22.სექტემბერი .2022 09:20

რუსეთში 1 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - რა ხდება ქვეყნის დიდ ქალაქებში?

რუსეთში 1 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - რა ხდება ქვეყნის დიდ ქალაქებში?
views 393
უკან

რუსეთში ანტისახელისუფლებო აქციებზე ასობით დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კრემლის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. როგორც რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Ovd-Info იტყობინება, ჯამში დაკავებულია 1300-ზე მეტი ადამიანი. ყველაზე მეტი სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში დააკავეს. აქციები ასევე გაიმართა ირკუტსკში, ეკატერინბურგსა და სხვა დიდ ქალაქებშიც.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა, რუსეთიდან ავიაბილეთები სწრაფად გაიყიდა. ამასთან, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საზღვრებზე რიგების შესახებ, მათ შორის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, Google-ის საძიებო სისტემაში კითხვა - „როგორ დავტოვოთ რუსეთი?“ მაღალი ინტენსივობით დაისვა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გუშინ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 300 000 რეზერვისტს იწვევენ ჯარში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსულმა ძალებმა უკრაინაში არაერთ ქალაქსა და ტერიტორიაზე დაკარგეს კონტროლი.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ მებრძოლებიც.