28.სექტემბერი .2019 00:20

რუსეთში აივნებზე სიგარეტის მოწევა აიკრძალა

views 468
უკან

რუსეთში აივნებზე სიგარეტის მოწევა აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაცია ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.
 
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, სასტუმროების, საერთო საცხოვრებლებისა თუ სხვა სახის შენობა–დაწესებულებების აივნებზე სიგარეტის მოწევის გარდა, ღია ცეცხლის გამოყენება აიკრძალა.

შესაბამისად, რუსებს აივნებზე სანთლის დანთება, ან მწვადის შეწვაც აღარ შეეძლებაც. მათივე ცნობით, ქვეყანაში ხანძრების 60% სწორედ აივანზე ცეცხლის დანთების შედეგად ჩნდება.

რეგულაცია ძალაში პირველი ოქტომბრიდან შედის. კანონის დამრღვევებს 3-5 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ.