მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთში არის ხალხი, ვისაც უყვარს ქართული ღვინო და ომი არ უნდა”-”თელავის ღვინის მარანი”

622e275534f3d
ანუკა ჯოხაძე
13.03.22 23:20
4273

საქართველოსთვის ღვინის ექსპორტიორ ძირითად ბაზრად რუსეთი რჩება, რომლის ჩანაცვლებაზეც მეღვინეები წლებია საუბრობენ, თუმცა მკაფიო ცვლილებები ამ დრომდე არ არის. BM.GE-ის კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება ამ ბაზრის ჩანაცვლება, კომპანია “თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი გვპასუხობს, რომ ამ ბაზარზე ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ და პოზიტიურად არიან განწყობილები.

მისი თქმით, გასაგებია ახლა რომ ომია, თუმცა, ყველაფერს აქვს მეორე მხარე. რამაზაშვილი ამბობს, რომ რუსეთშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ომი არ უნდათ და ქართული ღვინო უყვართ.

რამაზაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას რუსეთში გასაგზავნი ღვინო გაჩერებული აქვს, თუმცა არსებობს ვალდებულება მიმწოდებელთან, რომელიც შესასრულებელია.

“რუსეთი არის მაღალმსყიდველუანარიანი ბაზარი და ამ ბაზარზე ქართულ ღვინოს კარგად იცნობენ, პოზიციტიურად არიან განწყობილები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყალიბდებოდა 200 წელზე მეტი ხნის მანძილზე. ამ საზოგადოებას უყვარს ქართული ღვინო და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, ეს უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება ამორალურია ეს საქმიანობა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ხალხი, რომელსაც ომი არ უნდა და უყვარს ქართული ღვინო”-ამბობს თელავის ღვინის მარნის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი.

ცნობისთვის, საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, TOP-10 კომპანიას შორის, რომელთაც ექსპორტზე შარშან ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს, ერთ-ერთი “თელავის ღვინის მარანია”. კომპანიამ 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე 5 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა. კომპანიის ცნობით, მათ ექსპორტში 10% რუსეთის ბაზარს, ხოლო 13% უკრაინის ბაზარს უჭირავს.