31.აგვისტო .2019 00:05

რუსეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის მშენებლობას გეგმავენ

views 526
უკან

ტრანს-ციმბირული რკინიგზის შემდეგ, რუსეთი ამბიციური პროექტის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელის მშენებლობას აპირებს. უახლოეს პერიოდში მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგის მონაკვეთზე საპილოტე მარშრუტების დაგეგმვაც დაიწყება.

პროექტისთვის, დაახლოებით 650 კილომეტრიანი სარკინგზო მონაკვეთი უნდა აშენდეს. ინიციატივის მიხედვით, მაგისტრალზე მატარებლების სიჩქარე 400 კილომეტრ საათი უნდა იყოს, რაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მარშრუტის დაფარვას ორ საათ ნახევარში გახდის შესაძლებელს, ეს კი იმას ნიშნავს რომ, მოქალაქეები ქვეყნის დედაქალაქის ცენტრიდან, მეორე უმსხვილეს ცენტრამდე თითქმის იმ დროში ჩავლენ, რასაც თვითმფრინავი ანდომებს. 

განხორციელების შემთხვევაში ის რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. რუსეთის პრემიერ -მინისტრის მოადგილემ მაქსიმ აკიმოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიარდი ევრო იქნება.

რუსეთის მთავრობის კონტრაქტორი ამ პროექტში გერმანული კომპანია Siemens-ი იქნება. Siemens-ის მიერ დაარსებული კონსორციუმ Siemens Mobility-ის წარმომადგენელსა და რუსეთის რკინიგზის დირექტორს შორის ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმდა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გერმანელებმა ინიციატივები და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ რუსებს უნდა გაუზიარონ, შემდეგ კი, ჩქაროსნული რკინიგიზის მშენებლობაშიც აქტიურად ჩაერთნონ.