მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში COVID-19-ის შემთხვევათა მკვეთრი ზრდის მიუხედავად, შეზღუდვების შემსუბუქებას ხვალიდან იწყებენ

5eb98df2e3ed4
თამთა ჯიჯავაძე
11.05.20 21:38
1333
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის სამშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით ამსუბუქებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, რაც იმას ნიშნავს რომ ბიზნესები მუშაობას უბრუნდებიან.

მისივე თქმით, ქვეყანაში „არასამუშაო პერიოდი“, რაც პანდემიის გამო დაწესდა, ექვს კვირას გაგრძელდა.

შეზღუდვების შემსუბუქება ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხება, თუმცა, პუტინის თქმით, რამდენიმე რეგიონი შედარებით მკაცრ კონტროლს შეინარჩუნებს, თუ ეს საჭირო გახდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მხრივ რიგით მესამე ქვეყანაა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 11 656–ით გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი და ჯამში 221 344 შეადგინა. ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში, ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქებას დაინფიცირების სტატისტიკის ზრდის ფონზე აპირებენ.

მასშტაბური საჯარო ღონისძიებები კვლავ აკრძალულია ქვეყანაში, მოსახლეობა უნდა მიჰყვეს „მკაცრ სანიტარულ მოთხოვნებს“, თუმცა, პუტინის თქმით, ყველას ინტერესშია, რომ ეკონომიკა „დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას სწრაფად“. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ პანდემიის ახალი ტალღა“, – აღნიშნა პუტინმა.

პარალელურად მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დედაქალაქში ე.წ ლოქდაუნს 31 მაისამდე ახანგრძლივებს.