მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში დღეს მთავარი ორიენტირი სახელმწიფო კომპანიებია - დავით იაკობაშვილი

5eb6e550e1dc1
შოთა ტყეშელაშვილი
09.05.20 20:55
1225
ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში რუსეთში ბიზნესის კეთების შესახებ შეცვლილი პარადიგმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი 1990-იან წლებში ბიზნესში მთავარ ორიენტირს კერძო მეწარმოება წარმოადგენდა, დღეს ეს ორიენტირი სრულად სახელმწიფო კომპანიებზე არის მიპყრობილი. ამასთან, სისტემური პრობლემაა ბიუროკრატიული წნეხი, რაც დამატებით ართულებს რუსეთში ბიზნესის კეთებას. 

„რუსეთი დღეს სამწუხაროდ დღეს არ არის ორიენტირებული ბიზნესზე. როგორი ორიენტირიც გვქონდა 90-იან წლებში იყო. რომ ბიზნესი არის, რაც არის და ბიზნესს აქვს საშუალება, რომ ააყვავოს ქვეყანა და რაღაც შეცვალოს. დღეს სულ სხვა ვექტორია ამორჩეული, რომ მთავარია სახელმწიფოს კომპანიები. საქმე იმაშია, რომ ინტერესი დაიკარგა. მიზანი არ არის. იმდენად არ ფასდება თავად ბიზნესი.

ჩემი აზრით, ძალიან დიდი ბიუროკრატიაა, ბიუროკრატია ღუპავს ბიზნესს. ჩვენ რომ ვიწყებდით ბიზნესს 90-იან წლებში, სულ სხვა იყო მაშინ, მაშინ თავისუფლება იყო და სულ სხვა იმედი გვქონდა. ახლა იმდენად არის ყველაფერი „დაბიუროკრატებული“, რომ ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება.. ახალ-ახალი ბიზნესის დაწყება.. ამიტომაც ძირითადად მე რუსეთში სოციალურ პროექტს ვაკეთებ, რომელიც დავიწყე 2000 წელს. ეს არის მუზეუმი და ამას მივყვები.

საშუალო და პატარა კომპანიებს არავინ არ აქცევს ყურადღებას. მათაც სჭირდებათ ყურადღება. სწორედ ისინი არიან მშპ-ის შემქმნელები. საქმე იმაშია რომ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მაგათთვის არ არის საინტერესო. ჯობია აიღონ დიდი კომპანია და მას მიაქციონ ყურადღება და დაეხმარონ ვირუსის დროს, ვიდრე აიღონ 100 პატარა კომპანია და მაგათ დაეხმარონ," – განაცხადა დავით იაკობაშვილმა. 

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks



დავით იაკობაშვილი Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში, 2014 წელს შევიდა. მისი ქონება Forbes-ის შეფასებით, $1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დავით იაკობაშვილის უმსხვილეს ბიზნეს გარიგებას მის ბიზნესპარტნიორებთან ერთად, 1992 წელს დაფუძნებული კომპანია "ვიმ ბილ დანის" წილების რეალიზაცია წარმოადგენდა, რომელიც 2010 წელს PEPSICO-მ შეიძინა. აღნიშნული გარიგების ღირებულება Forbes-ის შეფასებით $600 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

დღეს ბიზნესმენს რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც გამოფენილია ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტები, ანტიკვარული ნივთები და ასე შემდეგ. დავით იაკობაშვილს ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში.