მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ექსპორტი გაიზარდა - რას ყიდის საქართველო რუსულ ბაზარზე?

6057abc787624
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 10:15
2147
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იყო, სადაც საქართველოდან $71 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა. წლიურ ჭრილში ექსპორტი $9.4 მილიონი დოლარით ანუ 17.2%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ფეროშენადნობების ექსპორტის 32%-იანი ზრდა იყო, რამაც $20.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე 27%-ით, $8.4 მილიონამდე გაიზარდა რუსეთში ქართული მინერალური წყლების ექსპორტი. რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 2.8%-ით $17.2 მილიონამდე შემცირდა. მთლიანობაში რუსეთს ქართული ღვინის ექსპორტის 66%-იანი წილი უჭირავს.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი რუსეთის ფედერაციაში (საქონელი, რომლის ექსპორტიც $0.5 მლნ-ს აჭარბებს):

1 ფეროშენადნობები - $20.9 მილიონი; 18.4 ათასი ტონა;
2 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $17.2 მილიონი; 4.9 ათასი ტონა;
3 მინერალური და მტკნარი წყლები - $8.4 მილიონი; 14.9 ათასი ტონა;
4 სპირტიანი სასმელები - $4.2 მილიონი; 0.9 ათასი ტონა;
5 ციტრუსები - $3.6 მილიონი; 6.0 ათასი ტონა;
6 მსუბუქი ავტომობილები - $2.6 მილიონი;
7 ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - $2.4 მილიონი; 5.4 ათასი ტონა;
8 გაზიანი სასმელები, წვენები - $2.2 მილიონი; 3.1 ათასი ტონა;
9 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $1.7 მილიონი; 0.2 ათასი ტონა;
10 თხილი და სხვა კაკალი - $1.2 მილიონი; 0.2 ათასი ტონა;
11 კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $0.8 მილიონი; 0.3 ათასი ტონა;
12 ბოსტნეული  - $0.8 მილიონი; 0.9 ათასი ტონა;
13 ელექტრული წყალგამახურებლები - $0.7 მილიონი; 0.3 ათასი ტონა;
14 ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, დამზადებული ან დაკონსერვებული - $0.6 მილიონი; 0.1 ათასი ტონა.

სრულად საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.