მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში გლობალური ინტერნეტის ქსელის ალტერნატივა გატესტეს

5e0262fce8a5d
BM.GE
25.12.19 00:20
2062
რუსეთში გლობალური ინტერნეტის ქსელის ალტერნატივა გატესტეს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება ქვეყნის მთავრობამ გაავრცელა.

დეტალები იმის შესახებ, თუ რას მოიცავდა სატესტო პროცესი, ჯერ უცნობია. როგორც კომუნიკაციების სამინისტროში განაცხადეს, მომხმარებლები რაიმე ცვლილებას ვერ იგრძნობდნენ. ტესტის შედეგებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, გლობალური ინტერნეტის ქსელის შიდა ალტერნატივის შექმნის შესახებ რუსეთში ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადეს. უფლებადამცველები და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს რუსეთს ინტერნეტის საშუალებით მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს. მსგავსი ინიციატივის შესახებ ჩინეთსა და ირანშიც განაცხადეს.

„იზრდება ავტორიტარული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც სურთ გააკონტროლონ თავიანთი მოქალაქეები იმაში თუ რას ეძებენ ისინი, ეს ჩინეთმა და ირანმა უკვე გააკეთა“, - განაცხადა სარის უნივერსიტეტის მეცნიერმა ალან ვუდვარდმა.