მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში კორონავირუსის 10 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5f7b2460c41e0
ნათია თაქთაქიშვილი
05.10.20 17:55
714
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი კვლავ მზარდია.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში, ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსი დაუდასტურდა 10 888 ადამიანს; გარდაიცვალა 117 ინფიცირებული. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 5 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 225 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული; მათ შორის, 982,324 გამოჯანმრთელდა, 21,475 პაციენტი კი, გარდაიცვალა.