მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში კაშხალი ჩამოინგრა

5daab5ed327cc
BM.GE
19.10.19 11:04
1710
რუსეთში, კრასნოიარსკის რეგიონში კაშხალი ჩამოინგრა. სააგენტო TASS–ის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული, კიდევ 13 ადამიანის ბედი კი უცნობია.

გარდა ამისა, კაშხლის ჩამონგრევის შედეგად, ორი საერთო საცხოვრებლის კორპუსი დაიტბორა.

ამ დროისთვის ადგილზე 50 ერთეული ტექნიკა მუშაობს, მათ შორის – ავიაცია.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, სამუშაო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.