მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ლუდის მარკირებასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი იწყება - TASS.RU

606c648c69c59
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.21 17:57
883
რუსეთში ლუდის მარკირებასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი იწყება, რომელიც 2022 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება - ინფორმაციას რუსული გამოცემა TASS.RU ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ლუდის ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული და ასევე დაბალი ალკოჰოლის შემცველი სასმელების გარკვეული სახეობების მარკირება იგეგმება. რუსეთის წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, ექსპერიმენტიდან გამომდინარე ლუდის გაძვირებას არ ელიან.

„დღეისთვის, არსებული მოწყობილობებისა და ინფორმაციული სისტემების ინტეგრაციის გამოყენების შესახებ ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან „პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი“ მუშაობს. მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ვადებს კი თავად კომპანიები განსაზღვრავენ. სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე განაცხადი ამ დროისთვის უკვე 80-ზე მეტმა კომპანიამ შეიტანა, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს“, - აცხადებს „პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი იან ვიტროვი.

მისი ინფორმაციით, მონაწილეებს შორის როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი მწარმოებლები არიან. საშუალო მოსამზადებელი პერიოდი 4-დან 6 თვემდე მერყეობს. ის აღნიშნავს, რომ სასაქონლო კატეგორიებზე, რომლებზეც მარკირება უკვე ამოქმედებულია და ასევე იმ პროდუქტებზე, რომლებზეც ეს სისტემა საპილოტო რეჟიმშია, მაგალითად, ლუდი. ფასების ზრდის ზღვარი სამინისტროს მიერ განსაზღვრული მეთოდით გამოითვლება.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში არალეგალური ლუდის ბაზრის მოცულობა 5%-12%-მდეა, ამ ბაზრის "გათეთრება", რომელზეც მიმართულია მარკირების სისტემის ამოქმედება, ლუდის მწარმოებლების შემოსავლებს 2.5-3 მლრდ რუბლით გაზრდის.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის 1 ივლისიდან რუსეთში თამბაქოს, მედიკამენტების და ფეხსაცმლის მარკირება სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, 2020 წელს ამოქმედდა - პარფიუმერიის, ფოტოპროდუქციის და საბურავების, 2021 წელს კი მსუბუქი მრეწველობის 5 ჯგუფისა და რძის პროდუქტების მარკირება დაიწყო.

მარკირებისთვის Data Matrix ფორმატის კოდი გამოიყენება, რომელიც უშუალოდ შეფუთვაზე დაიტანება ან თან ერთვის სასაქონლო ნიშანი პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია: სახელწოდება, მწარმოებელი, თარიღი, დრო და წარმოების ადგილი. 2024 წლისთვის რუსეთში მარკირებისა და საქონლის კონტროლის ერთიანი ნაციონალური სისტემა შეიქმნება.