რუსეთში McDonald’s-სს მალე ახალი სახელი ერქმევა. "მაკდონალდსის" ყოფილი რესტორნების ახალი სახელწოდება იმ რამდენიმე ვარიანტიდან შეირჩევა, რომელთა რეგისტრაციისთვის განაცხადები Rospatent-შია წარდგენილი. ვარიანტებს შორის კი ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიცაა მაგალითად, "მხიარული და გემრიელი" ასევე "სალარო თავისუფალია". ამის შესახებ რუსული Forbes წერს.
ახალი ბრენდის ქვეშ პირველი რესტორანი მოსკოვში 12 ივნისს უნდა გაიხსნას. როგორც კომპანიის პრესსამსახური იტყობინება, ამჟამად ახალი ბრენდის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა და დარეგისტრირებული სახელიდან ერთ-ერთი შეირჩევა. სახელების ჩამონათვალშია ასევე “მხოლოდ ასე” და “სწორედ ის”. ჯამში, კომპანია სახელწოდების ხუთ ვარიანტს განიხილავს. ცნობილია ისიც, რომ სახელწოდების რამდენიმე ვარიანტი უარყოფილია, რადგან მათზე უფლება უკვე სხვა იურიდიულ პირებს აქვთ მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული "მაკდონალდსი" რუსეთში 30 წელზე მეტია რაც ოპერირებს, თუმცა ომის გამო, კომპანიამ რუსეთში 850 სწრაფი კვების რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
McDonald’ს-ის ბიზნესს და აქტივებს ციმბირელი ნავთობ-მაგნატი ალექსანდრ გოვორი ყიდულობს. CNBC-ის ცნობით, გოვორსა და კომპანიის წარმომადგენლობას შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის მიხედვით, რუსი მილიარდერი McDonald’s-ის ობიექტებში განაგრძობს სარესტორნო საქმიანობას, თუმცა ახალი ბრენდის ქვეშ, რომელსაც არ ექნება ამერიკული კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება. გარდა ამისა, გოვორი თანახმაა, რომ McDonald’s-ის ქსელში დასაქმებულ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები არანაკლებ ორი წლით შეუნარჩუნოს.
გარიგების ღირებულება მხარეების მიერ არ გასაჯაროებულა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ McDonald’s-ის წარმომადგენლობა 850 რესტორნისა და ბიზნესის სანაცვლოდ, დაახლოებით, 1.2 – 1.4 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ გოვორმა ციმბირში McDonald’s-ის 25 ობიექტის გახსნის ლიცენზია ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო და ის წლების განმავლობაში აქტიურად იყო დაინტერესებული სარესტორნო ბიზნესის გაფართოებით.
ცნობისთვის, McDonald’s-ის პირველი რესტორანი მოსკოვში 1989 წელს გაიხსნა, მას შემდეგ კი რესტორნების ქსელი რუსეთში სწრაფი ტემპით განვითარდა, რაც დიდი მოთხოვნითა და მოქალაქეების მხრიდან ინტერესის მაღალი დონით იყო განპირობებული. ახალი ბრენდისა და ქსელის რესტორნების გახსნა კი რუსეთში 12 ივნისს იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი