მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მილიონი ქართველი არ ცხოვრობს, ეს არის მანიპულაცია - სოსო ბერიკაშვილი

63d2835762dcd
გიგა ბენია
27.01.23 00:05
1402
"რუსეთში მილიონი ქართველი არ ცხოვრობს",- ამის შესახებ სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა. ეკონომისტი BMG-თან აღნიშნავს, რომ გარკვეულ ძალები საზოგადოებაზე სპეციალურად მანიპულირებენ.

"ეს არის ტყუილი, არ ცხოვრობს მილიონი ქართველი რუსეთში. ეს არის მანიპულაცია. ხალხს ატყუებენ ისეთი რაღაცით, რაც მათთვის სენსიტიურია. აქ მხოლოდ ქართველების რაოდენობაზე არაა საუბარი. რუსეთი, სამწუხაროდ, ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი არის საფრთხე",-აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

სოსო ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები არ უნდა აღდგეს. მეტიც, ეკონომისტი საქართველოს მთავრობას მიმართავს, შეამოწმოს მიგრანტები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან.

"საქართველოს მთავრობა უნდა ამოწმებდეს ვინ შემოდის ქვეყანაში და რა მიზნით. ფრენების აღდგენაზე ლავროვი და გავრილოვი საუბრობენ. ვინმე იტყვის, რომ ლავროვი და გავრილოვი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ? მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. შესაბამისად, მოტივით, რომ თითქოს რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, ფრენები არ უნდა აღდგეს",-აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? აღნიშნული საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. რუსეთისა და საქართველოს მთავრობის ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში მილიონობით ქართველი ცხოვრობს.

რეალურად, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე, BMG სტატისტიკას არკვევს.