26.დეკემბერი .2019 22:26

რუსეთში მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა - დაიღუპა საქართველოს 2 მოქალაქე

views 494
უკან

რუსეთში ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 9 ადამიანი. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება. რუსული გამოცემის ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. დაშავებულთა შორის 2014 წელს დაბადებული ბავშვიცაა. ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ავარია 26 დეკემბერს მოსკოვის დროით 18:40 საათზე მოხდა. ავტობუსში 17 მგზავრი და ორი მძღოლი იმყოფებოდა.