მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში პენსია, საარსებო მინიმუმი და შრომის მინიმალური ანაზღაურება იზრდება

6294afa8d0a2c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.22 15:55
2849
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა შრომის ანაზღაურების მინიმალური ზომის, საარსებო მინიმუმის და უმუშევარი პენსიონერებისთვის სადაზღვევო პენსიის ინდექსაციის ბრძანებას მოაწერა ხელი.

„გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შეხვედრა გამართა, რომელზეც სოციალური მხარდაჭერის ზომების მიღების ბრძანება გასცა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, ადამიანების კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის ზრდა საკვანძო და შეუცვლელი პრიორიტეტია. უპირველეს ყოვლისა საუბარია, 1-ელი ივნისიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურების, საარსებო მინიმუმის და უმუშევარი პენსიონერების სადაზღვევო პენსიის 10%-ით ინდექსაცია მოხდება. შესაბამის ბრძანებაზე ხელი მოწერილია“, - განაცხადა მიშუსტინმა ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე.

მისი ინფორმაციით, 50 მლნ მოქალაქის მხარდაჭერისთვის ბიუჯეტში 500 მლრდ რუბლია გათვალისწინებული.

"ახლა უმუშევარი პენსიონერები ყოველთვიურად 19 000 რუბლზე მეტის მიღებას შეძლებენ. მინიმალური სახელფასო ანაზღაურება 15 200 რუბლს გადააჭარბებს, რაც 4 მლნ დასაქმებულის ხელფასის ზრდას გამოიწვევს“, - თქვა მიშუსტინმა.