08.მაისი .2020 13:22

რუსეთში სამედიცინო პერსონალი "ნიღბების გარეშე აგრძლებს" კორონავირუსთან ბრძოლას

views 400
უკან

რუსეთში სამედიცინო პერსონალი ისევ "ნიღბების გარეშე აგრძლებს" კორონავირუსთან ბრძოლას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა რუსეთში, ქვეყნის პროვინციებში მდებარე ძველი და ცუდად აღჭურვილი საავადმყოფოები "ინფექციის ცხელ წერტილებად" იქცა. სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ COVID-19-ის ვირუსთან ბრძოლა შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე უწევთ და აღნიშნავენ, რომ მათ პირბადეებიც კი არ გააჩნიათ.

გამოცემის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში COVID-19-თან საბრძოლველად განკუთვნილი სამედიცინო მოწყობილობების და ინვენტარის ნაკლებობაა და შესაბამის ორგნოებს მოუწოდა, გაზარდონ წარმოება.

BBC წერს, რომ ამ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები მატებას განაგრძობს, ექიმებს კი ეშინიათ, ღიად ისაუბრონ აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

რუსეთში, გუშინ, კორონავირუსით ინფიცირების 11,231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ჯამურად რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 187,859 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, COVID-19-ით 1,723 ადამიანი გარდაიცვალა.