მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში საომარ მოქმედებებში უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს - ახალი კანონი

632f4d2c555f1
თამთა ჯიჯავაძე
24.09.22 22:32
882
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მობილიზაციის პერიოდში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ უარს „სერიოზულ შედეგები“ მოჰყვება 10 წლამდე პატიმრობას.

ცნობისთვის, კანონი რუსეთის სახელმწიფო დუმამ საგანგებოდ 20 სექტემბერს - რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების წინა დღეს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კანონი ამკაცრებს ჯარიმებს დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, ბრძანებების შეუსრულებლობისთვისაც და მობილიზაციის პერიოდში დეზერტირობისთვის.