მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ტრანზიტული საკონტეინერო გადაზიდვების მკვეთრ ვარდნას ელიან

633b12b02bba2
ნინო ტაბატაძე
04.10.22 10:31
803
რუსეთში ტრანზიტული საკონტეინერო გადაზიდვების მკვეთრ ვარდნას ელიან.

„რუსეთის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი შილომ აღიარა, რომ სარკინიგზო სატრანზიტო საკონტეინერო გადაზიდვები 25%-ით დაეცემა.

ტოპ-მენეჯერის თქმით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რკინიგზით კონტეინერების ტრანზიტი 17.6%-ით დაეცა. რუსული RBC წერს, რომ 2022 წელს სულ 830 ათასი სატრანზიტო კონტეინერის გატარება იგეგმება, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.1 მლნ TEU - ერთეულს აღწევდა.

შილო საკონტეინერო გადაზიდვების ვარდნას ჩინეთ-ევროპის მიმართულებაზე გადაზიდვის კლებას უკავშირებს. 2022 წლის 9 თვეში ამ მიმართულებაზე ვარდნა 35% შეადგენდა.

რუსეთში რკინიგზით წელს ჯამში 6.3 მლნ ერთეული კონტეინერის გადაზიდვას პროგნოზირებენ, რაც 3%-ით ნაკლები იქნება 2021 წლის მაჩვენებელზე. გადაზიდვებში უდიდესი წილი შიდა და იმპორტის გადაზიდვებზე მოდის.