მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ასეთი მასშტაბური ეკონომიკური კავშირის დამყარება შეცდომა იყო - თამაზ დაუშვილი

6225ca7f01a1c
სალომე ჭიპაშვილი
07.03.22 23:04
1033
„მე პირადად ვერ მივცემ უფლებას დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იგნორირება გაუკეთოს“- ასე საქართველოს მთავრობის პოზიცია „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა.

„დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. მე მოვუწოდებ მთავრობას პრეზიდენტთან შეიქმნას მუდმივმოქმედი საბჭო, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდება და ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება მოხდება. პრემიერ-მინისტრი უნდა ახმოვანებდეს ამ საერთო გადაწყვეტილებას და არა გაურკვეველ განცხადებებს. ჩვენ პრაქტიკულად გამოუცხადებელ ომის მდგომარეობაში ვართ,“ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, საქართველოში რომ ეკონომიკური პრობლემები იქნება ფაქტია. დაუშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ასეთი მასშტაბური ეკონომიკური კავშირის დამყარება შეცდომა იყო, თუმცა ხელისუფლებას არ უცდია ეს კავშირები მინიმუმამდე დაეყვანა.

„პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიჯეროთ ის, რომ პუტინი არის მსოფლიოს ნომერ პირველი მტერი და შეუძლებელია ასეთ ქვეყანასთან ისეთი ტიპის ეკონომიკური კავშირის ქონა, რომლის შეწყვეტის შემთხვევაში ქვეყანა კოლაფსში აღმოჩნდება. ჩვენი ხელისუფლების მიზანი არ იყო მინიმუმამდე დაგვეყვანა რუსეთთან ეკონომიკური კავშირი, თუმცა ბიზნესმაც იოლი გზა აირჩია და ახლა მათი ბრუნვის დიდი ნაწილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული. საბოლოო ჯამში ზარალდება არამხოლოდ ბიზნესი, არამედ მთელი ქვეყანა“ -განაცხადა თამაზ დაუშვილმა.