უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეჭრისა და აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობის ახალ ძირითად სარეალიზაციო ბაზრად ჩინეთი იქცა.
მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაძვირებული ენერგორესურსების ფონზე, ჩინეთი არსებული ვითარებით სარგებლობს და რუსულ ნავთობს თითქმის 20-30%-იანი ფასდაკლებით ყიდულობს. აღნიშნული ფასდაკლება დასავლეთში რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული.
Bloomberg-ის ინფორმაციით, „ფასდაკლების აქციას“ კიდევ ერთი მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე - ირანი შეუერთდა, რომელმაც ბარელი ნავთობის ფასი თითქმის 10 დოლარით შეამცირა, რათა Iran Light-სა და Heavy-ს რუსული Urals-ისთვის სათანადო კონკურენცია გაეწია.
მაისი-ივნისის პერიოდში ჩინეთი ირანიდან საშუალოდ ყოველდღიურად 700,000 ბარელ ნავთობს იღებდა. მოსალოდნელია, რომ ფასების შემცირება იმპორტის საერთო მოცულობის ზრდას და ჩინეთი-ირანის სავაჭრო კავშირის გაღრმავებას გამოიწვეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანული ენერგორესურსების დასავლეთის ბაზარზე გატანა შეზღუდულია, შესაბამისად, ირანისთვის მთავარ სარეალიზაციო ბაზარს აზიის რეგიონი, კერძოდ, ჩინეთი და ინდოეთი წარმოადგენს.
ანალიტიკური კომპანია Vanda Insights-ის დამფუძნებლის ვანდანა ჰარის შეფასებით, ჩინეთი რუსული და ირანული ენერგორესურსების კონკურენციის ძირითად ბაზრად იქცევა, რაც, საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდ სარგებელს თავად ჩინეთს მოუტანს, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე იაფად შეძლებს ნავთობის შეძენას და ამით ეკონომიკის სტიმულირებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი