მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთთან ომის მეხუთე დღეა. მყარად ვდგავართ“ - უკრაინის პრეზიდენტი

621c9b2353c21
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 14:00
887
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის მეხუთე დღეს მყარად დგანან. ამის შესახებ მან თავისი მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეა. მტკიცედ ვდგავართ. ამ დროის განმავლობაში იმდენი რამ გადავიტანეთ, რაც სხვა ერებს შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონდეთ გადატანილი. ჩვენ დიდხანს გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინელები რაღაც ისეთები არ იყვნენ, რომ რაღაცაში არ იყვნენ მართლები, რომ ათწლეულები უნდა გვეკეთებინა ე.წ. საშინაო დავალებები. ამიტომ ხშირად ვერ ვამჩნევდით, სინამდვილეში რაზე ვიყავით წამსვლელები, ახლა კი თავი სრულად გამოვამჟღავნეთ, და ეს თითოეულს აგულიანებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საომარი გამოცდილების მქონე უკრაინელი სამხედროები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და თავისი ბრალეულობის კომპენსაციას ბრძოლის ველის ცხელ წერტილებში შეძლებენ. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ვისაც შეუძლია ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა, უნდა შეუერთდეს მათ.

„ამიტომ მორალური გადმოსახედიდან არც თუ ისე მარტივი, მაგრამ ჩვენი დაცვისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ. საბრძოლო მდგომარეობის პირობებში სამხედრო მოქმედებების მონაწილეები, რეალური სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და თავისი დანაშაულის კომპენსაციას ბრძოლის ველზე ყველაზე ცხელ წერტილებში შეძლებენ. კიდევ რამდენიმე ანტიტერორისტული ოპერაციების მონაწილეს კი სანქციები მოეხსნება“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი თავდაცვაა.