27.სექტემბერი .2022 15:12

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს - კობახიძე

რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს - კობახიძე
views 644
უკან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესები იყოს დაცული. ასე პასუხობს კობახიძე კითხვას, უნდა ჩაიკეტოს თუ არა რუსეთ-საქართველოს საზღვარი.

კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული.

ვიმეორებ, საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა