მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი ბიზნესმენები ქართული კომპანიების მეშვეობით სანქციებს თავს არიდებენ - არახამია

6261b5cc85e92
თამთა ჯიჯავაძე
21.04.22 23:45
2110
რუსი ბიზნესმენები ქართული კომპანიების მეშვეობით სანქციებს თავს არიდებენ, - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბანკები სიამოვნებით უხსნიან რუსებს ანგარიშებს.

„მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეებს ბანკში ანგარიშები გაუხსნან, დღეს საქართველოში ბანკები დიდი სიამოვნებით უხსნიან რუსებს ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით, ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს. ყველას უნდა რომ ცოტა ფული იშოვოს, მაგრამ როგორ შეძლებს შემდეგ საქართველო განაცხადოს, რომ ევროპისკენ აქვს გეზი, თუკი აკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს ჩინეთი, ან არაბული ქვეყნები, ნაცვლად იმისა, რომ აკეთოს ის, რასაც ევროპული ქვეყნები აკეთებენ“, - განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტს. "თუ არ უნდათ, ან არ შეუძლიათ, ეს ახსნადია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს და ბიზნესს ნუ დაეხმარებიან გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რაც მათ ევროპის ქვეყნებმა დაუწესეს", - დასძინა მან.