04.მაისი .2021 10:24

რუსი მილიარდერები „პუტინის ხალხის“ გამომცემლობას უჩივიან

რუსი მილიარდერები „პუტინის ხალხის“ გამომცემლობას უჩივიან
views 290
უკან

ოთხმა რუსმა მილიარდერმა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ნავთობ-გიგანტმა-„როსნეფტ“-მა, ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, HarperCollins-ის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ შარშან გამოცემული წიგნის გამო, რომელიც ვლადიმერ პუტინის აღზევებას ეხება.

HarperCollins-ის მიერ 2020 წლის აპრილში გამოცემული წიგნის - „პუტინის ხალხი“- ავტორი ქეთრინ ბელტონია, Financial Times-ის ყოფილი ჟურნალისტი. წიგნში დეტალურად არის აღწერილი პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა და მისი ოლიგარქებთან ურთიერთობა.

ლონდონის სასამართლოებში გამომცემლობასა და ავტორზე სამართლებრივი შეტევა, წიგნის გამოცემიდან, თითქმის, ერთი წლის თავზე მოხდა. ოლიგარქებმა სარჩელი რამოდე კვირის შუალედით შეიტანეს და ამტკიცებდნენ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება.

მოსარჩელე რუსი მილიარდერები არიან: მიხეილ ფრიდმანი, პეტრე ავენი, შალვა ჩიგირინსკი და რომან აბრამოვიჩი.
სწორედ აბრამოვიჩი იყო პირველი, რომელმაც გამომცემლობას ცილისწამებისთვის უჩივლა, მიმდინარე წლის მარტის თვეში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სხვა ბრალდებებთან ერთად, აბრამოვიჩი ასაჩივრებს, რომ პუტინის განკარგულებით მოხდა 2003 წელს ს.კ. „ჩელსი“-ს შესყიდვა.

წიგნში ამ მტკიცებულების ოფიციალური წყარო რუსეთიდან დევნილი მილიარდერი, სერგეი პუგაჩოვია, რომელიც წლების წინ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი იყო. თუმცა, მოგვიანებით ქვეყნის დატოვება მოუწია და დისიტენტიც გახდა. საგულისხმოა, რომ 2017 წლის საქმეში ლონდონის უზენაესმა სასამართლომ პუგაჩოვი არასანდო მოწმედ დაასახელა.

რუსი ოლიგარქების მიერ აღძრულ სარჩელზე ინფორმაცია საერთაშორისო პრესაში ვრცელდება, რომლის პირველწყაროც გავლენიანი, Financial Times-ია.