მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება

621bccbf0c449
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.22 23:19
3550
Reuters-ის თანახმად, რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ Telegram-ის მეშვეობით გამოაქვეყნა პოსტი.

“მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს!,” - წერს დერიპასკა.

ოლეგ დერიპასკას ქონებას Forbes-ი 4 მილიარდ დოლარად აფასებს. ის აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება.

ოლეგ დერიპასკას საკუთრებაშია რუსეთის ალუმინის  მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45%-იანი წილი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ომის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა Alfa Group-ის დამფუძნებელმა რუსმა მილიარდერმა მიხაილ ფრიდმანმაც

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.