მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

5eb3026a5735b
თამთა ჯიჯავაძე
06.05.20 22:29
28889
რუსი მილიარდერი დმიტრი ბოსოვი მოსკოვში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ rferl იტყობინება.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური ინფორმაციით, მან სავარაუდოდ თავი მოიკლა.

52 წლის ბოსოვს თავის არეში აქვს ნასროლი. იარაღი კი მის ცხედართან ახლოს იპოვეს.

დმიტრი ბოსოვი ALLTECH Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აქციონერი იყო. აღნიშნული კომპანია აკონტროლებს ქვანახშირის წარმოებას.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში, ბოსოვი რუსეთში 86-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება $1,1 მილიარდს შეადგენდა.