08.იანვარი .2016 17:34

რუსი მომხმარებლის მოთხოვნის შემცირებამ, დუბაის Duty Free-ს გაყიდვები 54 მილიონი დოლარით შეუმცირა

views 1081
უკან

Dubai Duty Free აცხადებს, რომ ევროს დასუსტებამ ტურისტების ხარჯვის ინდექსი შეამცირა და შესაბამისად მათი გაყიდვები შემცირდა. "მაგალითად რუსი მომხმარებლების მოთხოვნის შემცირების გამო Dubai Duty Free-ს გაყიდვების შემცირებამ 200 მილიონი დირჰამი (54,5 მილიონი დოლარი) შეადგინა", - აღნიშნავს Dubai Duty Free-ს ვიცე-პრეზიდენტი კოლმ მაკლაფლინი.

რიტეილერის გაყიდვები რამდენიმე ათწლეული მხოლოდ ზრდას აფიქსირებდა, 2015 წელს კი კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვების საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა. საერთო ჯამში 2015 წელს Dubai Duty Free-ს გაყიდვები 6,89 მილიარდ დირჰამს (1,9 მილიარდ დოლარს) შეადგენს, ანუ 107 მილიონი დირჰამით ნაკლებს.