მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსმა და ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვა სცადეს – Microsoft

5faec01b1b84a
თამთა ჯიჯავაძე
13.11.20 23:00
1900
რუსმა და ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების მოპარვა სცადეს. ამის შესახებ Microsoft-ი წერს.

როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა სუბიექტებმა სცადეს ინფორმაცია მოეპოვებინათ ფარმაცევტული კომპანიებისა და ვაქცინის მკვლევარებისგან. თუმცა, Microsoft-ში არ დაუკონკრეტებიათ თუ როდის სცადეს ჰაკერებმა მსგავს მონაცემებზე წვდომის მოპოვება და იყო თუ არა რომელიმე მათი მცდელობა წარმატებული.

კომპანიის ინფორმაციითვე, ძირითადად, მკვლევარები და ფარმაცევტული კომპანიები ჰაკერების სამიზნე ხდებოდნენ კანადაში, საფრანგეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

Microsoft-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა გამოავლინეს რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ჯგუფი Strontium-ი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის მონაცემების მოპარვას ცდილობდნენ.

აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რაც აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვაქცინის პროგრამა ქვეყანაში დეკემბერში ამოქმედდება.