მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის მთავრობამ, კონტრსანქციების შეუსრულებლობისთვის, შესაძლოა რუსები დასაჯოს

627274ad56945
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.22 16:46
968
რუსეთმა, შესაძლოა, დასავლეთისთვის დაწესებული საპასუხო სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის დასჯის ზომები შეიმუშაოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. წერს Tass-ი.

პუტინის პრესსპიკერი დასავლეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ გამოცემულ ბრძანებაში დამატებითი აქტების გაჩენის ალბათობას არ გამორიცხავს.

კითხვას - იგეგმება თუ არა რუსების დასჯა კონტრსანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დიმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ბრძანების ტექსტში ამის შესახებ საუბარი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით, დამატებითი აქტებით დარეგულირდება. ზუსტად არ შემიძლია გითხრათ, რადგან ბრძანების ტექსტში ამაზე საუბარი არ არის... ბუნებრივია, ბრძანება მის უპირობო შესრულებას მოითხოვს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინმა დასავლეთისთვის კონტრსანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომელიც რუს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს რუსეთის მიერ სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას უკრძალავს.