მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია, დანია და შვედეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ

624c3766d47be
გიორგი თოლორდავა
05.04.22 16:41
1817
იტალიის, დანიის და შვედეთის მთავრობები ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ, ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიგი დი მაიოს განცხადებით, „ეროვნული უსაფრთხოების მიზეზების გამო“ ქვეყნიდან გააძევებენ 30 რუს დიპლომატს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეპე კოფოდის განცხადებით, კოპენჰაგენში რუსეთის საელჩოდან გაძევებული იქნება 15 რუსი ოფიციალური პირი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, 85 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმაც.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის საელჩოს ოფიციალურად ეცნობა ინფორმაცია რუსი დიპლომატების „არასასურველ პიროვნებებად“ გამოცხადების შესახებ, აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება ერთ კვირაში მოუწევთ.

ბერბოკის შეფასებით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები იმ წარმოუდგენელი სისასტიკის დამამტკიცებელი საბუთია, რომელსაც რუსული სამხედრო ძალები უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ.