მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს - აშშ-ის ელჩი უკრაინაში

62dbe5e8c14ea
თათია კაკიაშვილი
23.07.22 16:28
1177

“ოდესის პორტზე თავდასხმის გამო, მოსკოვი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რადგან ეს აღმაშფოთებელი დარტყმა იყო”, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოდესის პორტზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც გუშინ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის პორტების გახსნისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთს 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისათვის, რომ გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ეჭვქვეშ დაეყენებინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ არის სილის გაწნა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანისთვის, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშიმ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი თურქეთში მოაწერეს.