მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ი საფრანგეთის ბუნებრივი აირის ოპერატორ Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს

630e02532caf3
BM.GE
30.08.22 20:33
657
Reuters-ის ინფორმაციით, Gazprom-ი საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას სამშაბათიდან შეუმცირებს.

აღნიშნულის მიზეზად მათ შორის კონტრაქტებთან დაკავშირებული დავა სახელდება. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, დავის დეტალები არ დასახელებულა.

Reuters-ი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე Gazprom-მა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგალითად, 2021 წელს რუსული კომპანიის მიერ Engie-სთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა საათში 121 ტერავატს აღწევდა, გასული თვის მონაცემებით კი ეს რიცხვი 1.5 ტერავატამდეა შემცირებული.