მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დუმამ ეკონომიკისა და მოქალაქეების დაცვისთვის ანტიკრიზისული კანონი დაამტკიცა

622712f66b908
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 14:14
1142
რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამი მოსმენით რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, დაწესებული სანქციების პირობებში ეკონომიკის და მოქალაქეების მხარდამჭერის მიზნით ანტიკრიზისული კანონი დაამტკიცა. პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორისაა საკრედიტო არდადეგები (სასესხო ვალდებულებების გადავადება), კაპიტალის ამნისტია, პენსიის დამატებითი ინდექსაციის მექანიზმები, 2022 წელს მორატორიუმი მცირე და საშუალო ბიზნესის გეგმიურ შემოწმებაზე.

მიღებული კანონის მიხედევით, რუსეთის მთავრობის უფლებამოსილება ფართოვდება: მინისტთა კაბინეტს შეეძლება ჩამოაყალიბოს მიმწოდებელზე დარიცხული ჩამოწერის საქმეები და პროცედურები, თუმცა არა მომხმარებელზე გაწერილი ჯარიმების ოდენობა. რეგიონული ხელისუფლებას სახელმწიფო შესყიდვების გადახედვის შესაძლებლობა ეძლევა; გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტი საჭიროების შემთხვევაში, თავად შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო სოციალური გასაცემლის და მისი დამატებითი ინდექსაციის, მინიმალური სამუშაო ანაზღაურების და საარსებო მინიმუმის ცვლილების შესახებ.

კანონი ითვალისწინებს მორატორიუმს 2022 წლის ბოლომდე მცირე და საშუალო ბიზნესის, ხოლო 2024 წლის ბოლომდე IT კომპანიების ინსპექტირებაზე.

შემოღებულია სამედიცინო ორგანიზაციების მიერ გამარტივებული სისტემით შესყიდვისთვის განკუთვნილი მედიკამენტების სიის გაფართოება.

კანონი ასევე ითვალისწინებს მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო არდადეგების შესაძლებლობას 2022 წელს 30 სექტემბრამდე.

საბიუჯეტო კოდექსში შესული ცვლილებები, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან თანხების განთავსების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, ცვლილებები ასევე დამატებითი არასანავთობო და გაზის შემოსავლების ოპერატიული გამოყენების შესაძლებლობას მოიცავს.

კაპიტალის ამნისტიის მეოთხე ეტაპის ამოქმედებით, მეწარმეებს ნაღდი ფულადი სახსრების დეკლარირების შესაძლებლობა ექნებათ, ფასიანი ქაღალდების ნაცვლად კი კანონში „ფინანსური აქტივების“ განსაზღვრება გაჩნდება, რაც მეწარმეებს არამხოლოდ აქციებისა და ობლიგაციების ლეგალიზების საშუალებას მისცემს, არამედ ფიუჩერსული ხელშეკრულებების, ოფციონებისა და სხვა.

ცვლილებები შედის ასევე საგადასახადო კოდექსში ფედერალურ და რეგიონულ დონეზე გადასახადების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მთავრობა შეძლებს შეცვალოს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესები მათთვის, ვინც იძულებულია უცხო ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების გამო, სასწავლო პროცესი საზღვარგარეთ შეწყვიტოს.