15.ივლისი .2022 12:23

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა
views 886
უკან

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ანალიტიკოსების შეფასებით, II კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა მინიმუმ 1%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა გლობალური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებამ და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კოვიდ-რეგულაციების დაწესებამ მშპ-ის ზრდის ტემპის შენელება გამოიწვია.

უმუშევრობის ზოგადი მაჩვენებელი ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში 5.8%-იან ნიშნულამდე შემცირდა, თუმცა უმუშევრობის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 19.3%-ს აღწევს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, მეორე კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა უდიდესი მიღწევაა, რადგან ლოკდაუნების ფონზე, დიდი იყო იმის შანსი, რომ მშპ-ის მაჩვენებელი ნეგატიურ ზონაში გადასულიყო და ქვეყნის ეკონომიკა შემცირებულიყო.

წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის ოფიციალური პროგნოზი 5.5%-ს შეადგენს, თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდით, წლიური ზრდის მაჩვენებელი შედარებით დაბალი, 3-3.5%-ის ფარგლებში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა