მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში მიემგზავრება

61e6e65665d40
თამთა ჯიჯავაძე
18.01.22 20:16
1296
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 18-20 იანვარს, უკრაინასა და გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ ერთიანი მიდგომის შემუშავებასა და ძალისხმევაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ბლინკენი ვიზიტს კიევიდან დაიწყებს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრა იგეგმება. ამის შემდეგ კი, 20 იანვარს ის გერმანიაში გამეგზავრება, სადაც გერმანიის მთავრობასთან კვლავ რუსეთის საკითხს განიხილავს.