მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია - სტოლტენბერგი

6218e90727b9c
ინგა მურუსიძე
25.02.22 18:38
1396
მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ წუთებში ბრიუსელში შეკრებილი არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც უკრაინის შესახებ მსჯელობენ.

"რუსეთმა დაარღვია მშვიდობა. მოხდა ის, რისიც რამდენიმე თვის განმავლობაში გვეშინოდა. მიუხედავად ჩვენი დიპლომატიური მცდელობისა, რუსეთი მთელ პასუხისმგებლობას იღებს მიმდინარე მოვლენებზე. ეს არის თავდასხმა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

ჩვენ ვგმობთ აგრესიას და მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია. ჩვენ ვდგავართ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით, სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი ტერიტორია და აირჩიოს განვითარების გზა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.