მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონიას წალენჯიხით დაინტერესება ხელისუფლებას ხომ არ გააბრაზებს? - ბიზნესმენის პასუხი

6183ff485932a
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 21:40
6134
„ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ქვეყნის ყველა კუთხის განვითარება საამაყო უნდა იყოს“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-ის შეკითხვას ხომ არ გააბრაზებს წალენჯიხის მიმართ ბიზნესმენის ინტერესი მმართველ გუნდს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესმენი რეგიონის განვითარებაში ერთვება.

„წალენჯიხა საქართველოს ხომ არ გამოეყო, ის უბრალოდ განსხვავებული გახდა, სიმბოლო გახდა - რაც ძალიან პრესტიჟულია. ქვეყნის ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ქვეყნის ყველა კუთხით განვითარება საამაყო უნდა იყოს. განვითარებაში ვინც მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ იმის წინააღმდეგ მონაწილეობს, ამიტომ ჩემი აზრით, საღად მოაზროვნე ადამიანები ისე გაიგებენ როგორც მე მინდა რომ ვიმოქმედო“, - განმარტა ბიზნესმენმა.

როგორ ცნობილია, წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.