მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროინტეგრაციასთან მიმართებით, მთავრობისგან საშიში ქმედებები მოდის - ფინანსისტი

6419967e6d941
გიგა ბენია
21.03.23 22:00
592
“ევროინტეგრაციასთან მიმართებით, მთავრობისგან საშიში ქმედებები მოდის”, - ამის შესახებ BMG-თან ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანტიევროპული კამპანია დიდი ხნის დაწყებულია და მარტის აქციებმა საქართველოს მთავრობა უნდა გამოაფხიზლოს.

“საშიში ქმედებები მოდის მთავრობისგან. იმედი მაქვს, ბოლოდროინდელი მოვლენები ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება” , -აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი გამოწვევა სასამართლოს კლანური მმართველობაა. მისი თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხელს, სწორედ, ქართული მართლმსაჯულება უშლის.

“ნაბიჯები ევროპისთვის კი არა, ჩვენთვის უნდა გადავდგათ. აქ იგულისხმება სამართლიანი სასამართლო, ადამიანის უფლებების მაღალ რანგში აყვანა. თუ ამ ყველაფერს მივაღწევთ, უკეთესი ქვეყანა ვიქნებით, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. სამართლიანი სასამართლო არის იმის წინაღობა, უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს”, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.