მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

62b1c4ae4af56
BM.GE
21.06.22 17:16
1246
21 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.63 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9277 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0.12 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0925 ლარი გახდა.

0.04-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.6002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 16.87 თეთრი გახდა.