მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ სრულად აცრილი პირებისთვის საზღვრებს ნოემბრიდან გახსნის

61698e5edbdb5
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.21 18:25
807
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვან შემსუბუქებას აანონსებს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

„სრულად ვაქცინირებული უცხოელი პირები აშშ-ში შესვლას 8 ნოემბრიდან შეძლებენ. ეს სიახლე შეეხება როგორც - საერთაშორისო საჰაერო, ასევე - სახმელეთო მოგზაურობას“, - ეს განცხადება "ტვიტერზე" თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწე კევინ მუნოზმა დაწერა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნამდე, აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ კანადის და მექსიკის სრულად აცრილი მოქალაქეები აშშ-ში შესვლას „არა აუცილებელი“ ვიზიტების შემთხვევაშიც შეძლებდნენ, რადგან ეს ეკონომიკისთვის აუცილებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები კორონავირუსის პანდემიის გამო, 18 თვის წინ დააწესა.