მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში "მზიური გარდენსის" მშენებლობა მიმდინარეობს - ინვესტიცია 85 მილიონი ლარია

6048a92a2af7d
ინგა მურუსიძე
10.03.21 15:09
1394
აჭარაში, "მზიური გარდენსის“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,CROWNE PLAZA" განახორციელებს. როგორც bm.ge-ს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.

ასევე, "მზიური გარდენსის“ მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.

"პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკა, ვინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც დღეს კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "მზიური რეზორთი" ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. კომპლექსი 60 ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.