მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

63480cd5e8e01
BM.GE
13.10.22 17:02
722
13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.18 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.87 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა.

0.83-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.0923 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.92 თეთრი შეადგინა.