მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ფოსტასა“ და „Posta Romana”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

625e4e928c3fe
BM.GE
19.04.22 09:52
1415
„საქართველოს ფოსტასა“ და რუმინეთის ფოსტას „Posta Romana”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, რუმინეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და რუმინეთის ეროვნულ ოპერატორს „Posta Romana”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბმისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნეს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და „Posta Romana”- ს ხელმძღვანელმა ვალენტინ სტეფანმა.

(R)