მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი პოლონეთს და ბულგარეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს

626842e5948c8
ალა ისპირიანი
26.04.22 23:03
2805
BBC პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიაზე (PGNiG) დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ოთხშაბათიდან პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

რუსული „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის შეჩერებას გასულ თვეში გამოცხადებული ახალი წესებით ამართლებს, რაც იმას გულისხმობს, რომ „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. პოლონეთმა კი არაერთხელ თქვა უარი ამ გზით გადახდაზე.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ რუსული "გაზპრომისგან" მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საჭირო გაზის 53% იყიდა.

PGNiG-ის ინფორმაციით, კომპანია ზომებს მიიღებს გაზის ნაკადის აღსადგენად და ამის ერთ-ერთი საშუალება ლიტვის LNG ტერმინალი იქნება.  მათი ცნობით, 1-ელ მაისს ლიეტუვასთან ახალი გაზსადენი უნდა გაიხსნას, რომელიც პოლონეთს გაზზე წვდომას ლიტვის LNG ტერმინალიდან მისცემს.

განახლება: რუსულმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „Bulgargaz“-საც აცნობა, რომ დღეიდან, 27 აპრილიდან მასაც უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას. თავის მხრივ, ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული გზები მოიძია.