მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ჩელსიმ’’ ენცო ფერნანდესის ტრანსფერით პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

63da31a6dbf31
ირაკლი მოდებაძე
02.02.23 00:05
1028
არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი ლისაბონის ,,ბენფიკაში’’ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნდა და ლონდონის ,,ჩელსიმ’’ ის 121 მილიონ ევროდ იყიდა.
საბოლოოდ, გუნდმა იმაზე ერთი მილიონით მეტი გადაიხადა, ვიდრე ნახევარმცველის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ეწერა.

ფაქტია, რომ ლონდონელებმა ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარეს: პრემიერლიგის კლუბს ფეხბურთელში ამდენი არასდროს გადაუხდია. რეკორდი აქამდე ჯეკ გრილიშს ეკუთვნოდა, რომელიც ,,მანჩესტერ სიტიმ’’ 2021 წელს, ,,ასტონ ვილადან’’ 117,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ,,ჩელსიმ’’ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელებში ჯამში თითქმის 350 მილიონი ევრო, სულ კი 2022/2023 წლების სეზონში 600 მილიონზე მეტი დახარჯა.

ეს ტრანსფერი შესანიშნავი გარიგებაა ლისაბონის ,,ბენფიკასთვისაც’’, რადგან მათ ფერნანდესი სულ რაღაც 7 თვის წინ შეიძინეს და მის სანაცვლოდ არგენტინულ ,,რივერ პლეიტს’’ მხოლოდ 14 მილიონი გადაუხადეს. ცნობისთვის, ,,ჩელსის’’ მიერ გადახდილი 121 მილიონიდან 25 პროცენტს სწორედ ,,რივერ პლეიტი’’ მიიღებს.