საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების შეფერხებაზე განცხადებას აკეთებს. როგორც სებ-ი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხების თაობაზე, ამიტომაც მარეგულირებელმა ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე განცხადების გაკეთება გადაწყვიტა.
ეროვნული ბანკის განცხადება:
"საქართველოს საფინანსო სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი. როგორც ბაზრის მონაწილეები, ისე სებ-ი იცავს ყველა იმ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი. კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა.
მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე. შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნული განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი, უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო სანქციების დაცვას და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან მუდმივ თანამშრომლობას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება